// ნიადაგი

პროექტის დეტალები

დამკვეთი
აიჯი აგრო
ლოკაცია
ქალაქი ხობი, ხობის მუნიციპალიტეტი
ინვესტიცია
4 000 000 ₾
ფართობი
95 ჰა

თხილის პლანტაციის რეაბლიტაცია

ჩვენი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ნიადაგის სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ პლანტაციის მდგომარეობა და შევქმენით ოპტიმალური პირობები მისი სრულფასოვანი განვითარებისთვის.

აღწერა

პროექტის მიზანი იყო პლანტაციისა და ნიადაგის ფიზიკური სტრუქტურის გაუმჯობესება, რათა შენელებული ზრდის მქონე 5-6 წლის პლანტაციამ სრულფასოვანი განვითარება შეძლოს. ჩვენ მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა წყლის დრენაჟი და ჰაერის ცირკულაცია ფესვთა სისტემაში, მცენარეებმა გაააქტიურეს ფესვთა სისტემის ზრდა, უკეთ აითვისეს ნიადაგის საკვები ნივთიერებები და მათი ფიზიოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

 

შესრულებული სამუშაოები:

 

ნიადაგის გაფხვირება

მცენარეების გარშემო ბაზოების შექმნა