// ნიადაგი

ჩვენ შესახებ

WITH THE FLOW GROW FAST

ინოვაცია, ცოდნა და ხარისხი — ეს არის ნიადაგი თქვენი წარმატებისთვის

ჩვენ ვართ ნიადაგი — წამყვანი აგრო-საკონსულტაციო კომპანია საქართველოში, რომელიც 2020 წლიდან ხელს უწყობს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას.

 

ვნერგავთ ინოვაციურ, მდგრად და უმაღლესი ხარისხის აგრორესურსებს, რომლებიც ზრდიან პროდუქტიულობას და უზრუნველყოფენ ეკონომიკურ სარგებელს.

 

ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პრემიუმ ხარისხის პროდუქტის  მწარმოებლებთან, ტექნოლოგიის ლიდერ კომპანიებთან და მსოფლიო დონის აგრო ექსპერტებთან, რაც საშუალებას გვაძლევს საქართველოში დავნერგოთ, საუკეთესო პრაქტიკა და სერტიფიცირებული აგროპროდუქტები.

// NIADAGI //

ჩვენი მისია: ქართული სოფლის მეურნეობის განვითარება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერითა და თანამედროვე ცოდნის გაზიარებით.

ჩვენი სტრატეგიაა : გავაძლიეროთ საქართველოს სოფლის მეურნეობა ინოვაციური და მაღალი ხარისხის რესურსებით, რათა განვავითაროთ სექტორის მდგრადობა და გავზარდოთ მისი საერთაშორისო პოტენციალი.

ჩვენი მიზანია: ნიადაგი გადავაქციოთ აგროინოვაციების გლობალურ ლიდერად, რომელიც ფერმერებს საერთაშორისო გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დააკავშირებს.

 

დღეს ჩვენ წარმოვადგენთ სანდო ხიდს საქართველოს ფერმერებსა და გლობალურ აგროინდუსტრიას შორის — ვაერთიანებთ საუკეთესო ცოდნას, ინოვაციას და ხარისხს, რათა შევქმნათ წარმატების ახალი სტანდარტები ქართულ სოფლის მეურნეობაში.

 

ჩვენი ძალა ჩვენი კვალიფიციური გუნდის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმშია — აგრონომები, სოფლის მეურნეობის კონსულტანტები და სექტორის ექსპერტები, რომლებიც მუდმივად ეცნობიან საერთაშორისო ტენდენციებსა და ინოვაციებს, რათა ფერმერებსა და ბიზნესებს შევთავაზოთ პრაქტიკული, მეცნიერულად გამყარებული და რეალურ შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.

// NIADAGI //

გუნდი

// მმართველი პარტნიორი //

ნიკოლოზ
დიდებაშვილი

// სოფლის მეურნეობის განვითარების პარტნიორი //

შოთა
ცუკოშვილი

// საკონსულტაციო მიმართულების პარტნიორი //

თორნიკე
ჩხაიძე

// კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი //

სალომე
დიდებაშვილი