// ნიადაგი

პროექტის დეტალები

დამკვეთი
ჯენტრი ინვესტმენტს
ლოკაცია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა ეწერი
ინვესტიცია
3 000 000 ₾
ფართობი
12 ჰა

ქოთნებში გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი

ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტი წარმოადგენს ქოთნებში ლურჯი მოცვის კულტივაციის შესანიშნავ მაგალითს, რადგან კულტივირებამ მაღალხარისხიან მასალებთან ერთად გამოიღო განსაკუთრებული შედეგები. პროექტი ცხადყოფს, რომ საქართველოს შეუძლია ჩამოყალიბდეს ლურჯი მოცვის წარმოების რეგიონულ და საერთაშორისო ლიდერად.

აღწერა

ჩვენი მასშტაბური და წარმატებული პროექტი, რომელიც მოიცავდა ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებას Pasquini & Bini-ის ინოვაციურ ქოთნებში და უმაღლესი ხარისხის Legro-ს სუბსტრატში, წარმატებით დავასრულეთ დაგეგმილ ვადებში.

 

შესრულებული სამუშაოები:

ნაკვეთის გასუფთავება ხეების, ბუჩქების და ჩაის ფესვებისგან
სანიაღვრე არხების მოწყობა
უმაღლესი ხარისხის სუბსტრატის შერჩევა/მიწოდება
უმაღლესი ხარისხის ქოთნების შერჩევა/მიწოდება

 

პროექტის მთელი პროცესი ჩვენი კონტროლითა და საერთაშორისო კონსულტანტთა ზედამხედველობით წარიმართა, რამაც განაპირობა მცენარეთა სწრაფი განვითარება და უხვი მოსავლის მიღება დარგვიდან 9 თვეში.